• 30/12/2015
    „პარლამენტის, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების ხარჯები”


    თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას: „პარლამენტის, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების ხარჯები - 2015 (იანვარი-აგვისტო)”.
    „2015 წლის 17 აგვისტომდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეულია 184 134 ლარის ოდენობის სამივლინებო ხარჯიდან 152 594 ლარი წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების ხარჯს, 22 474 ლარი დღიურ ხარჯს, ხოლო 8 947 ლარი მგზავრობის ხარჯს. ყველაზე დიდი თანხა აღნიშნულ პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სამივლინებო ხარჯებზე გაწეულია 20-24 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად პრემიერ მინისტრის და დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. აღნიშნული მივლინების ფარგლებში, დელეგაციის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის გადარიცხულია 111 629 ლარი”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
    წყარო: idfi.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]