• 29/03/2016
    მიმართვა პრემიერ მინისტრს...


    თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების დირექტორი გიორგი კლდიაშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავს.
    „უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს მთავრობა და პირადად თქვენ იჩენთ ღია მმართველობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხების განვითარებისადმი.
    ჩვენ ვხედავთ, რომ ღია მმართველობა და ეფექტური საჯარო ადმინისტრირება ნამდვილად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს. ეს აღიარებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც არაერთ მნიშვნელოვან ინდექსსა და რეიტინგში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით გასატარებელ რეფორმებს მეტი ძალისხმევა, პოლიტიკური ნება და აქტიური მხარდაჭერა სჭირდება", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
    წყარო: idfi.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]