გურია.11 იანვარს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია „გამჭვირვალობა და
საჯაროობა" - სამართალდამცავი სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრა
საზოგადოებასთან. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის რაიონული
პროკურატურის და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები,
აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატები და
ჟურნალისტები. მონაწილეებმა იმსჯელეს სამართალდამცავი ორგანოების გამჭვირვალეობისა
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემების შესახებ.