• 18/01/2013
    ლექცია - საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა


    აჭარა. 17 იანვარს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა ლექცია თემაზე: „საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა". შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა  ავტონომიებისა და თვითმმართველობის საკითხები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. მომხენებლებმა, სულხან ფალავანდიშვილმა და აკაკი ჩაგრეიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ერთიანობის კონტექსტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიც განიხილეს.
    ადგილობრივმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებმა, ასევე სტუდენტებმა ლექციის დასრულების შემდეგ  შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გააგრძელეს.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]