• 18/01/2013
    ევროკავშირმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები გამოაცხადა


    თბილისი.  საქართველოში პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირმა 15 ქართული და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩია. პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გზით ადამიანის უფლებების, დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა. ამ ორგანიზაციებმა „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ევროპული ინსტრუმენტის" ფარგლებში 2012 წელს გამართულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. საგრანტო თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 1 335 000 ევროა.
    17 იანვარს გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა  წარადგინა „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ევროპული ინსტრუმენტის” ფარგლებში, 2012 წლის მარტში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული თხუთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ესენია: სამცხე-ჯავახეთის ასოციაცია „ტოლერანტი", გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, გურიის აგრობიზნეს ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო,  გურიის ახალგაზრდული ცენტრი, ფონდი Accion Contra El Hambre ACF, დემოკრატიის ინსტიტუტი, კავშირი „Step Forward", ასოციაცია „დეა", საქართველოს პროფკავშირების კონფედერაცია, ინოვაციისა და რეფორმის ცენტრი,  დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა", საქართველოს უსინათლოთა კავშირი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფარსა".
    წყარო: eeas.europa.eu
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]