-
18/01/2013ინკლუზიური განათლების საკითხებზე გადამზადება დაიწყო

იმერეთი.ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 18 იანვარს „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის" ინიციატივით გაიმართა ლექსცია. იგი ინკლუზიური განათლების საკითხებს ეხებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დღის ცენტრების, სკოლებისა და საბავშვო ბაგა–ბაღების პედაგოგები. რომლებიც ტრენინგის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების განვითარებისა და ემოციური სფეროს დარღვევების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. ტრენინგი ოთხი დღე გაგრძელდება.

