• 18/01/2013
    საჯარო ლექცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა“


    თბილისი. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი (CIESR) 21–23 იანვარს, პროექტის ფარგლებში - „V4 С3-ის ევროინტეგრაციისთვის" - აწყობს საჯარო ლექციების ციკლს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.
    საჯარო ლექციის მიზანია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, და აკადემიურ პერსონალსა და მედიის წარმომადგენლებს მიაწოდოს ინფორმაცია ზემოაღნიშნული პროექტის შესახებ, ასევე „აღმოსავლეთის პარტნიორობის" კონტექსტში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები ევროინტეგრაციასთან მიმართებით. „აღმოსავლეთის პარტნიორობაში" საქართველოს მონაწილეობა ქვეყანას მრავალი გამოწვევისა და რეფორმის გატარების აუცილებლობის წინაშე აყენებს. ერთის მხრივ, ჰარმონიზაციის უპრეცენდენტო შესაძლებლობები და, მეორე მხრივ, ამისთვის საჭირო რესურსების აკუმულირება, მიმდინარე პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევებია.
    საჯარო ლექციები ტარდება პროექტის ფარგლებში - „V4 С3-ის ევროინტეგრაციისთვის".  პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და ხორციელდება საერთაშორისო ფონდ „ვიშეგრადის" (International Visegrad Fund) ფინანსური მხარდაჭერით.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]