• 21/01/2013
    საჯარო განხილვა


    აჭარა. 18 იანვარს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, მემედ აბაშიძის ძეგლის ადგილმდებარეობის შესახებ საჯარო გახილვა მოეწყო.  შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. კვლევა გულისხმობდა, იმ სავარაუდო ადგილების დადგენას, სადაც ამ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება ისურვებდა ძეგლის გადატანას.  გამომდინარე იქიდან, რომ მოწვეულ სტუმრებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, განხილვა ცხარე კამათში გადაიზარდა, დამსწრეთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ძეგლი ბათუმის 6 მაისის პარკში უნდა განთავსდეს, ხოლო მეორე ნაწილი, აღნიშნულ პარკს შეუფერებლად მიიჩნევს. შეხვედრის მონაწილეები საბოლოოდ მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ქალაქში აუცილებელი ჩატარდეს ფართომასშტაბიანი გამოკითხვა და გამოკითხვის პასუხების  მიხედვით კომპეტენტურმა კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება.
    შეხვედრას ესწრებოდნენ „არქიტექტორთა საბჭოს" წევრები, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები, აჭარის მწერალთა კავშირი. თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს/ მერიის წარმომადგენლები, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭო, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]