• 21/01/2013
    ონლაინ კონფერენცია


    სამცხე–ჯავახეთი. 18 იანვარს, ახალციხის მუნიციპალიტეტის FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე, პროექტ ,,გამჭირვალე თვითმმართველობის" ფარგლებში,  გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ხითარიშვილის  ონლაინ–კონფერენცია მოსახლეობასთან.
    კონფერენციის მსვლელობისას მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთი საათის განმავლობაში, დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი შეკითხვები და მიეღოთ კომპეტენტური პასუხები, უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებლისაგან.
    პროექტი „გამჭვირვალე თვითმმართველობა" ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის" მიერ. მისი მიზანია გააადვილოს  თანამშრომლობა თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]