• 22/01/2013
    აქცია – „ფრთხილად მატარებელი! დაიცავი უსაფრთხოების წესები!“


    აჭარა. 18 იანვარს, ბათუმის  #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ბალავარის"  ინიციატივით გაიმართა აქცია „ფრთხილად მატარებელი! დაიცავი უსაფრთხოების წესები!".
    რკინიგზის გადასასვლებებზე მძღოლებისა და ფეხითმოსიარულეთა არასწორი მოძრაობით გამოწვეულმა უბედურმა შემთხვევებმა მოსწავლეების ყურადღება მიიქცია და შესაბამისი აქციაც დაგეგმეს. მისი მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება რკინიგზის გადასასვლელზე უსაფრთხო მოძრაობის წესების დაცვის შესახებ.
    ბათუმის მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელზე,  კლუბის წევრებმა მოირგეს რკინიგზის გადასასვლელის მორიგის როლი და რკინიგზაზე გადამსვლელ მძღოლებს და ფეხით მოსიარულეებს ბროშურების სახით მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხო მოძრაობის წესების შესახებ  და მოუწოდეს მათი დაცვისკენ.
    აქცია წარმატებით განხორციელდა, ლიანდაგზე მოსწავლეების უსაფრთხოებას აკონტროლებდნენ საქართველოს სალიანდაგო სამმართველოს წარმომადგენლები.
    წყარო: civics.ge
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]