• 23/01/2013
    სამხრეთ კავკასიის მასწავლებელთა თანამშრომლობა გრძელდება


    სამცხე–ჯავახეთი. პროექტის, „დემოკრატია იწყება შენით” ფარგლებში, 17-20 იანვარს  საქართველოს 20 მასწავლებელი ერევანს სტუმრობდა. ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა პედაგოგებმა ერთმანეთს გამოცდილება და იდეები  გაუზიარეს და  ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვაზე იმუშავეს. აქვე გადაწყდა ასოციაციის შექმნა, რომელიც იქნება დამაკავშირებელი მასწავლებლებსა და განათლების სამინისტროს შორის.  შეხვედრაზე მასწავლებელთა ურთიერთობის სამი რგოლი განიხილეს: ურთიერთობა სკოლებში,  ქვეყნის შიგნით და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
    პროექტი „დემოკრატია იწყება შენით” მესამე წელია ხორციელდება ფონდ „კონრად ადენაუერისა” და თბილისის პოლიტიკური სკოლის მიერ. პროექტი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას: საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს. თითოეული ქვეყნიდან 20 სკოლა და 10 მასწავლებელია შერჩეული. შარშან და შარშანწინ მასწავლებლები საქართველოში შეიკრიბნენ, წელს კი სტუმრებს ერევანმა უმასპინძლა.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]