• 23/01/2013
    ახალგაზრდულმა ცენტრმა პროგრამის შედეგები შეაჯამა


    სამცხე–ჯავახეთი. 22 იანვარს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ორგანიზაცია ,,ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა” ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში ექვსი თვის მუშაობა შეაჯამა.
    შეხვედრას პროგრამაში მონაწილე რეგიონის არაქართული და ქართული საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციის და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციამ რეგიონის მასშტაბით 66 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბები გააქტიურა. შეხვედრაზე თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიში რვა კლუბმა წარმოადგინა.  
    PH International საქართველოს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  გრანტების მენეჯერის თამარ ფრუიძის განმარტებით, სამოქალაქო კლუბებმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არაერთი სამოქალაქო აქტივობა განახორციელეს და  ითანამშრომლეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან; მონაწილეობდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაგეგმილ საქველოქმედო აქციებში, ჩართული იყვნენ სხვადასხვა ტრენინგებში და ა.შ. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა 2004 წლის ივნისში დაიწყო და 2014 წლის ივნისში დასრულდება.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]