• 23/01/2013
    საიამ კვლევების შედეგები გამოაქვეყნა


    იმერეთი. 22 იანვარს, ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატ 1003"-ში  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  „სავარაუდო  პოლიტიკური მოტივაციიის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზის" პრეზენტაცია გამართა. საიას კვლევაში შესულია  როგორც ადმინისტრაციული,  ასევე სისხლის სამართლის საქმეები. ორგანიზაციამ  2011 წელს გამოაქვეყნა მონიტორინგის ანგარიში.  ანგარიშში შესულია 2009 წლის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების საქმეები და მათი ანალიზი. მონიტორინგმა აჩვეგა არსებითი დარღვევები და უარყოფითი ტენდენციები, როგორც გამოძიების ორგანოს, ასევე სასამრთლოს მხრიდან. კერძოდ, გამოვლინდა: ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაკავება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ფლობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით,   ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევა,  საქმეების არასრული გამოძიება, დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და იდენტური ჩვენებები. ორგანიზაციამ მონიტორინგის პროცესში სულ 21 საქმე შეისწავლა, რომელიც 55 პირს ეხებოდა.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]