• 23/01/2013
    არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეხვედრა


    იმერეთი. 22 იანვარს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისში, შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა ომბუდსმენის აპარატისა და იმერეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციათა  თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რეგიონული ოფისების საქმიანობის გაძლიერების გეგმებსა და პერსპექტივებზე.
    მოწვეულმა სტუმრებმა თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვეს და სახალხო დამცველს საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები შესთავაზეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულელი ვითარება, მონიტორინგის საბჭოს შექმნის აუცილებლობა, დევნილთა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, თვითმმართველობებში მიმდინარე მოვლენები, მედიის თავისუფლების საკითხი და რეგიონისათვის დამახასიათებელი სხვა პრობლემები.
    სახალხო დამცველმა ისაუბრა  სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. მან აღნიშნა, რომ აქტიურად ითანამშრომლებს სამოქალაქო სექტორთან, პერიოდულად შეხვდება და გაითვალისწინებს მათ რჩევებსა და მოსაზრებებს.  
    წყარო: ombudsman.ge
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]