• 24/01/2013
    ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილეს


    აჭარა.23 იანვარს, ბათუმის შოთა რუსთვაელის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო განხილვა მოეწყო. საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი პროექტი დაკავშირებულია საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობის საკითხთან, ხოლო მეორე - პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ეხება. შეხვედრას ესწრებოდნენ საყოველთაო სახალხო განხილვის საორგაიზაციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, , ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები, სტუდენტები, ადგილობრივი  საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარდგენის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებამ საკუთარი აზრი და პოზიცია დააფიქსირა. რაც პროექტის მოწინაღმდეგეების მხრიდან დარბაზის დატოვებით გამოიხატა. მსგავსი საჯარო განხილვა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]