• 24/01/2013
    „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ – 2012 წელი


    თბილისი. 23 იანვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ფინანსთა სამინისტროში ფინანსთა მინისტრთან ერთად გამართა ერთობლივი პრესკონფერენცია და „ღია ბიუჯეტის ინდექსის" საქართველოს 2012 წლის შედეგები წარმოადგინა. „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის" მიერ გამოქვეყნებული გლობალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, 2012 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველოს 100 ქულიდან 55 ქულა აქვს მინიჭებული. ეს მაჩვენებელი 100 გამოკითხული ქვეყნის მიერ მიღებულ საშუალო 43 ქულაზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა თავის მოქალაქეებს ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტსა და ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით მხოლოდ გარკვეულ ინფორმაციას აწვდის. ეს თავის მხრივ მოქალაქეებს ურთულებს სახელმწიფო სახსრების განკარგვის პროცესისათვის თვალისმიდევნებას.
    წყარო: transparency.ge
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]