• 24/01/2013
    „გზავნილი თვითმმართველობას“


    გურია.  ორგანიზაციების – გურიის მედიატორთა ასოციაციისა და ქალები რეგიონის განვითარების ერთობლივი პროექტის ფარგლებში –„გზავნილი თვითმმართველობას"  – შეიქმნა ვებგვერდი. .პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ადვოკატირება, მათი ჩართვა პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის პროცესში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
    პროექტის ავტორები მოუწოდებენ საზოგადოებას სამოქალაქო აქტივობისკენ – პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში გადაიღონ და ვებზე განათავსონ ფოტოები. მათი გადაწყვეტასა და ადვოკატირებაზე არაფორმალური ქსელი იზრუნებს, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. დაინტერესებულ პირებს თავადაც შეუძლიათ ქსელის მუშაობის ჩართვა. პროექტი ხორციელდება ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]