• 23/09/2016
    თვითმართველობების მუშაობის შეფასება


    თბილისი. „საქართველოსა და ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ" თემაზე - „ადგილობრივი თვითმართველობების მუშაობის შეფასება" კონფერენცია გამართა.
    „შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თვითმმართველობის კანონმდებლობის ძირითად ასპექტებზე, პროექტების განხორციელებისას და ეკონომიკის განვითარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების როლზე ისაუბრეს, ასევე ამ მიმართულებით ნორვეგიის გამოცდილებასაც გაეცნენ. კონფერენციის ფარგლებში ყურადღება მუნიციპალიტეტების მიერ დანერგილ საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენასა და გაზიარებაზეც გამახვილდა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
    წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]