-
23/09/2016პროკურატურამ ომბუდსმენის წინადადება შეასრულა

თბილისი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოჯახში ძალადობის საკითხზე სახალხო დამცველის წინადადება შეასრულა.„1 სექტემბერს დაიწყო გამოძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაზარალებულად იქნა ცნობილი ც.წ. და უზრუნველყოფილი იქნა ჯანმრთელობის დაცვისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.წყარო: www.ombudsman.ge

