• 31/01/2013
    შუალედური კონფერენცია


    გურია. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის ორგანიზებით, 29 იანვარს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა შუალედური კონფერენცია. მისი  მიზანი იყო 2012 წლის ივლის-დეკემბრის თვეებში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გაცნობა ადგილობრივი საზოგადოებისათვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის მიზნობრივ სკოლებში მოქმედი სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრები, მხარდამჭერი პედაგოგები, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლები და მასმედია.
    ღონისძიებაზე დააჯილდოვეს პროგრამის სტაჟირების კომპონენტის მონაწილე 5 მოზარდის და მასპინძელი ორგანიზაციები.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]