• 11/02/2013
    ოზურგეთში საკადრო ცვლილებების შესახებ დისკუსია გაიმართა


    სამეგრელო.  ოზურგეთში მიმდინარე საკადრო ცვლილებების შესახებ საჯარო დისკუსია 8 თებერვალს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი პატა მანჯგალაძე და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის წარმომადენელი ირაკლი პაპავა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურებში დასაქმებული პირების არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებზე საუბრობდნენ.  კოტე შარაშიძის განცხადებით, მოსაზრება,  თითქოს საჯარო მოხელეები და სოფლის რწმუნებულები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან, მცდარი და გაუმართლებელია. შეხვედრაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნაზეც ისაუბრეს, რომელიც ახალი კადრების კომპეტენტურად შერჩევაზე იმუშავებს. დისკუსიას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]