-
19/04/2017ანონსი
20 აპრილს, 10:30 საათზე, კულტურულ ცენტრში „ფაბრიკა" გაიმართება ეთნიკური ქართველი და ქისტი ახალგაზრდების შეხვედრა, რომლის მიზანია პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე, დასაქმებასა და ერთობლივ სათემო პროექტებზე მსჯელობა.შეხვედრის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.მისამართი: თბილისი, ე. ნინოშვილის #8

