• 15/06/2017
    ორგანიზაციები წითელი ზონასა და ინტერVIEW-ს დახურვის ფაქტებს ეხმიანებიან


    თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ივლისის თვიდან „წითელი ზონისა" და „ინტერVIEW"-ს დახურვას უკავშირდება.
    „მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების” ერთობლივი სატელევიზიო პროექტები, „წითელი ზონა" და „ინტერVIEW" გამორჩეული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გადაცემებია, რომელიც ძალაუფლებრივი ღერძებისა და პოლიტიკური პროცესების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. აღნიშნული გადაცემები ხელს უწყობს ჩაგრული და უხილავი სოციალური ჯგუფებისა და სისტემური პოლიტიკური და სოციალური პრობლემების აქტუალიზებას და აძლიერებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას.
    ამ პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვა მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული დასაბუთებით, რომ ხელმძღვანელობას არ სურს პოლიტიკური გადაცემების გარე რესურსით მომზადება, დაუსაბუთებელი და თვითნებური ჩანს და სწორედ პოლიტიკური შინაარსის გადაცემებზე მენეჯმენტის მხრიდან მაქსიმალური და პირდაპირი კონტროლის მოპოვების ინტერესზე მიუთითებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
    წყარო: emc.org.ge
 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]