• 06/07/2017
    შესაძლო ზეწოლა რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტებზე


    თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მარნეულის სათემო რადიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.
    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელი კამილა მამედოვა ხელისუფლებასა და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მხრიდან რადიოში გასული კრიტიკული მასალების გამო ზეწოლაზე საუბრობს. ალიევას თქმით, მას და მის ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ პირად საუბრებში, სატელეფონო ზარებით და სოციალური მედიის გზავნილებით. ასევე, ფეისბუქში შეიქმნა ყალბი პროფილი, რომელიც კამილა მამედოვოს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა. 1 ივლისს კამილა მამედოვამ პოლიციას აღნიშნული ფაქტების გამოძიების მიზნით მიმართა. პოლიციიდან პასუხი ამ დრომდე არ ყოფილა.
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი და საჯაროდ გაავრცელონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. ხელისუფლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წამომადგენლებს კი მოვუწოდებთ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჟურნალისტებთან ურთიერთობას, გაიაზრონ მათი როლი და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა.
    „საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველო" ხაზს უსვამს, რომ, სხვადასხვა დროს, წერდა წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონულ მედიაზე ზეწოლის ფაქტების გახშირების ტენდენციის თაობაზე და აღნიშნავს, რომ, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ, გადამწვეტად მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს შემთხვევა სამართალდამცავების მხრიდან დროული და ადეკვატური რეაგირება მოყვეს, რათა წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება მიეცეთ.
    წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]