• 19/07/2017
    Facebook-ის უსაფრთხოების გზამკვლევი


    თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) მოამზადა Facebook უსაფრთხოების გზამკვლევი, რომელიც ამ სოციალური ქსელის მომხმარებელს პირადი ინფორმაციის დაცვაში დაეხმარება.
    „Facebook-ის მოხმარებას, სარგებლის გარდა, თან გარკვეული რისკებიც ახლავს. ბოლო მონაცემებით, 83 მილიონი ყალბი Facebook ანგარიში არსებობს. ასეთი ანგარიშები ხშირ შემთხვევაში იდენტობის დაფარვის ან ინფორმაციის ანონიმურად გავრცელების მიზნებით გამოიყენება. მათი არსებობა სოციალური ქსელის გამოყენების რისკს საგრძნობლად ზრდის, რადგან ყალბი ანგარიშის მფლობელს შეუძლია მარტივად მიითვისოს თქვენი იდენტობა, დაუმეგობრდეს თქვენსავე მეგობრებს და მათგან თქვენივე პირადი ინფორმაცია გამოითხოვოს. საბედნიეროდ, Facebook ითვალისწინებს ამ და სხვა რისკებს და აძლევს მომხმარებელს არაერთ საშუალებას, აკონტროლოს საკუთარი უსაფრთხოების პარამეტრები. მაგალითად, Facebook-ზე განსაკუთრებულად მოწყვლადი სეგმენტისთვის - მოზარდებისთვის - სპეციალური უსაფრთხოების პორტალია შექმნილი. თუმცა, სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის ამ საშუალებების შესახებ", - ვკითხულობთ გზამკვლევის შესავალში.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]