• 18/08/2017
    საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების გეგმა


    თბილისი. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს საზოგადოებას „საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი" წარუდგინა. დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
    სამოქმედო გეგმის განხილვას ესწრებოდნენ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG), დარგში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
    ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]