თბილისი. გაეცანი ნატოს ენციკლოპედიას. ენციკლოპედია წარმოადგენს დაარქივებული ონლაინ გვერდების კრებულს, რომელიც ნატოს შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას მოიცავს. შენ ნახავ ორგანიზაციის წარმოშობისა და ფუნდამენტური უსაფრთხოების საკითხების, პოლიტიკის წარმოებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის, მშვიდობის მხარდაჭერისა და კრიზისების მართვის შესახებ ნატოს მიდგომებს. გაეცნობი იმას, თუ როგორ ებრძვის ნატო საფრთხეებს და როგორ ავითარებს ალიანსის შესაძლებლობებს. ენციკლოპედია, ასევე, ეხება ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის საკითხებს, სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურებს, სპეციალურ ორგანიზაციებსა და სააგენტოებს და ალიანსის სხვა აქტივობებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში