თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო აქვეყნებს ფემინსტრიმის მორიგ პოდკასტს: „პირველი ფემინისტური ფილმი საბჭოთა კავშირიდან".
პირველი ფემინისტური ფილმი საბჭოთა კავშირიდან - ასე მოიხსენიებდა უცხოური პრესა ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუს პირად საკითხებზე. რეჟისორისა და მისი განუყრელი სცენარისტის ზაიარა არსენიშვილის ფილმში მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თითქოს თანასწორ საზოგადოებაში ქალი, როგორც დედა და ცოლი მაინც ვერ თავსდება ქალ პროფესიონალთან. მისგან მაინც ოჯახისთვის შეწირვას ითხოვენ, როდესაც საკუთარი თავისთვის აღარაფერი რჩება", ნათქვამია პოდკასტში.
წყარო: www.feminism-boell.org