თბილისი. კავშირი „საფარი" აქვეყნებს ესმა გუმბერიძის ბლოგპოსტს: „თეთრ რაშზე ამხედრებული თანამედროვე პრინცები".
„„პრინცებისთვის", მაღალი, ქერა, გრძელთმიანი, გამხდარი, „თეთრი", 90–60–90" თუ გარეგნული სილამაზის სხვა გაბატონებული სტანდარტების მქონე ქალიც ისეთივე მონაპოვარია, როგორც ჯიშიანი ცხენი ან ეფლის ლეპტოპი. მან ეს თავისი „სათამაშო" სხვადასხვა აქსესუარებით, სამკაულებით, ძვირადღირებული კოსმეტიკითა და ტანსაცმლით, გასართობებითა თუ პლასტიკური ოპერაციებით უნდა შეამკოს ზუსტად ისევე, როგორც ის უვლის თავის პირად თვითმფრინავს", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: sapari.ge