• 18/09/2017
    ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება სქესის ნიშნით დსიკრიმინაციის თაობაზე


    თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ეხმაურება 14 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში გამართულ სიტყვიერ დაპირისპირებას, რომლის დროსაც საზოგადოება "სტალინელის” თავმჯდომარემ, გრიშა ონიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქალაქ გორის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, თამარ თედლიაშვილს.
    ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოება "სტალინელის” თავმჯდომარის ეს ქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონს; ამასთან, გადაცემის წამყვანი, არჩილ გამზარდია მხოლოდ რამდენიმე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, ხოლო ტელეკომპანიამ, მოგვიანებით, გადაცემის სრული ვერსია YouTube-ზე ატვირთა, როთაც დაარღვია მაუწყებლის ქცევის კოდექსის მე-40, 54-ე და 56-ე მუხლები.
    ფაქტზე რეაგირების მოთხოვნით, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]