თბილისი. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა და ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ორგანიზებით, 10-14 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წევრები პორტუგალიაში იმყოფებოდნენ.
სასწავლო ვიზიტის პროცესში მონაწილეები გაეცნენ ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების მექანიზმებს, შეისწავლეს ნარკოპოლიტიკისა და ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის სტრატეგიები, ზიანის შემცირების სერვისების უზრუნველყოფის მექანიზმები. შეხვედრების ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მთავრობის წვლილის გაცნობა ზიანის შემცირების პროგრამების მართვაში, დაფინანსებასა და განხორციელებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი