• 05/10/2017
    გაუმართლებელია გოგონათა სასქესო ორგანოების დასახიჩრება და იძულებითი ქორწინება


    თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს ინფორმაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე შემუშავებულ დეკლარაციაზე.
    „ევროპის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს სხვადასხვა დასახლებებში გოგონათა სასქესო ორგანოების დასახიჩრებისა და იძულებითი ქორწინების ტრადიციებზე აღნიშნავს, რომ ამას მძიმე და ხშირად გამოუსწორებელი, შეუქცევადი უარყოფითი შედეგები მოსდევს გოგონებისა და ქალებისთვის ნებისმიერ ასაკში. მსჯელობისას, ასევე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქალთა გენიტალიების დასახიჩრებისა და იძულებითი ქორწინების შესახებ მზარდი საერთაშორისო ცნობიერების მიუხედავად, ეს მავნე პრაქტიკა გლობალურად გრძელდება, მათ შორის, ევროპაშიც. შესაბამისად, ამ მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად, ევროპის საბჭო გამოთქვამს მზაობას, ითანამშრომლოს როგორც სამთავრობო, ისე საერთაშორისო და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
    წყარო: phrgeorgia.wordpress.com

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]