თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა საია-ს საჩივრის საფუძველზე მოქალაქეობის ნიშნით ასოციაციით დისკრიმინაცია დაადგინა. ომბუდსმენმა სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, რომ ცვლილება შეიტანოს სოციალური დახმარების მარეგულირებელ აქტებში.
„საქმე შეეხებოდა მ. ს.-ის შვიდსულიან ოჯახს, რომელიც მძიმე პირობებში ცხოვრობს ვაზიანში. ოჯახის შემადგენლობაში შედის საქართველოს 6 მოქალაქე, რომელთაგან 4 არასრულწლოვანია, ხოლო ერთი კი, უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს უკანასკნელი მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, თუმცა არ აქვს საქართველოში ცხოვრების ბინადრობის ნებართვა.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოქმედი სოციალური კანონმდებლობა იყო დისკრიმინაციული, რადგან არ ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან ბინადრობის ნებართვის არმქონე ოჯახის წევრის ყოლის შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას", ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge