• 06/10/2017
    მარნეულის სკოლის დირექტორები „საფარის“ პროექტში ერთვებიან


    ქვემო ქართლი. 5 ოქტომბერს, პროექტის ფარგლებში „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში", „საფარი" მარნეულის სკოლების დირექტორებს შეხვდა.
    „ბაია პატარაიამ მათ დასახელებული პროექტი გააცნო და „საფართან" მომავალ თანამშრომლობაზე შეუთანხმდა.
    შეგახსენებთ, რომ პროექტს გააჩნია საგანმანათლებლო დატვირთვა, იგი ასევე ხელს შეუწყობს აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტეგრაციასა და სამოქალაქო აქტივიზმში ჩაბმა-დასაქმებას. პროექტის ფარგლებში, "საფარი” იმუშავებს აზერბაიჯანული წარმომავლობის ახალგაზრდებთან. კერძოდ, "საფარის” მიერ დატრენინგებული 20 ახალგაზრდა გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს ქვემო ქართლის მოსწავლეებთან, 90 სკოლაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
    წყარო: sapari.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]