• 11/10/2017
    საია: საახალწლო დეკორაციების შესყიდვა რაციონალურად არ ხდება


    თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თბილისში, 3 მილიონი ლარის ღირებულების, 2017-2018 წლის საახალწლო დეკორაციების შესყიდვა რაციონალურად არ ხდება.
    „ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებიდან იკვეთება, რომ საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების მიზნით შექმნილმა კომისიამ, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და შ.პ.ს. „თბილესრვის ჯგუფმა", სავარაუდოდ არ/ვერ უზრუნველყვეს სახელმწიფო შესყიდვის რაციონალურად დაგეგმვა და განხორციელება", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „კომისიისა და შესაბამისი ორგანოების ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო დაგეგმილი შესყიდვის ელექტრონულად განხორციელება, რაც შესაძლებელს გახდიდა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვისა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობას. ამასთან, ელექტრონული შესყიდვა მინიმუმამდე შეამცირებდა იმ რისკს, რომელიც გამარტივებული შესყიდვის დროს მიმწოდებელი კომპანიის შერჩევას ახლავს თან".
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]