• 18/10/2017
    ბავშვთა ჰოსპისი გმირი ბავშვებისთვის


    თბილისი. პირველი ბავშვთა ჰოსპისი საქართველოში „ციცინათელების ქვეყანა" გმირი ბავშვების დასახვედრად მუდმივად მზადაა.
    „ეს არის სახლი, სადაც მოზარდი მაშინ ხვდება, როცა საქმე გვაქვს ქრონიკულ და განუკურნებელ დაავადებებთან. იმ მომენტიდან, როცა დადგინდება, რომ დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება და ბავშვს მცირე ხნის სიცოცხლე აქვს დარჩენილი.
    ჩვენთან ხდება ტკივილის მართვა, ფიზიკურ და სულიერ მხარეზე ზრუნვა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა.
    გვაქვს 3 სახის სერვისი: 1- 24 საათიანი სტაციონარი; 2. დღის ცენტრი )ჩვენ თითონ მოგვყავს ბავშვი დილით და სახლში მიგვყავს საღამოს) და 3. შინ ზრუნვა (ბინაზე ვემსახურებით ბავშვებს)”, ნათქვამია ჰოსპისის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
    ჰოსპისის ყველა სახის მომსახურება უფასოა და საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 570707757
    წყარო: ჰოსპისის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]