• 07/12/2017
    ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში


    თბილისი. 2017 წლის კონკურსის – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსს ახორციელებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთობლივი თანამშრომლობით.
    „2012 წელს დაარსებული „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ყოველწლიურად, პრიზები გაიცემა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკაში. დამატებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში მაღალი პროფესიული სტანდარტების და ეთიკური ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: www.media.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]