• 07/12/2017
    უზენაესი სასამართლო: ელფოსტით წარმოებული ოფიციალური მიმოწერა საჯაროა


    თბილისი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) საკასაციო საჩივარი და დაადგინა, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის საშუალებით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული და გაგზავნილი ინფორმაცია წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის.
    როგორც IDFI -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, უზენაესმა სასამართლომ პირველად იმსჯელა მოცემულ საკითხზე და ინფორმაციის საჯაროობის სასარგებლოდ გადაწყვიტა პრაქტიკაში არსებული დავა ელ.ფოსტით განხორციელებული მიმოწერის საჯარო ინფორმაციის ცნების ქვეშ მოქცევის შესახებ.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]