• 07/12/2017
    დისკუსია ინკლუზიურ საარჩევნო გარემოზე


    თბილისი. 6 დეკემბერს, ევროკავშირის დაფინანსებით „სამართლიანი არჩევნების" მიერ გამართულ დისკუსიაზე შშმ პირთათვის ინკლუზიური წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
    „შეხვედრის ძირითადი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებების მხრივ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებსა და პროგრამებზე დისკუსია იყო. ხედავენ თუ არა პოლიტიკური პარტიები შშმ პირებს, როგორც ამომრჩეველთა ჯგუფს; რა ნაბიჯებს დგამენ იმისათვის, რომ კამპანიის მესიჯები შშმ ამომრჩევლებამდე მიიტანონ; პასუხობს თუ არა პარტიების პროგრამები შშმ ამომრჩევლების მოთხოვნებსა და საჭიროებებს - ამ კითხვებზე საპასუხოდ შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, შშმ უფლებების აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრები.
    ორგანიზაციის კვლევა: „საარჩევნო ხმის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” ხელმისაწვდომია ბმულზე...", ნათქვამია განცხადებაში.
    წყარო: www.isfed.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]