• 08/12/2017
    PHR-ის სამართლებრივი დახმარება „ხელი ხელს“ ბენეფიციარს


    თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სამართლებრივი დახმარების შედეგად სათემო სახლის „ხელი ხელს" მომსახურებაში ჩართულ ადამიანს დროებითი მხარდამჭერი დაენიშნა.
    „თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნო ნ.ნ. და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მხარდაჭერის სფეროები განესაზღვრა.
    დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავებით, მხარდაჭერის ფარგლების შესრულებისას, მხარდამჭერს დაევალა ნ.ნ.-სთვის გასაგები საკომუნიკაციო ენით კომუნიკაცია, მისთვის საჭირო ინფორმაციის ახსნა და სამართლებრივი შედეგების გაანალიზებაში დახმარება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]