• 01/03/2013
    ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება


    იმერეთი. ქუთაისში მოქმედმა თხუთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუთაისში მიმდინარე მოვლენეთან დაკავშირებით განცხადება 28 თებერვალს გააკეთა. „მოვუწოდებთ ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, მიაღწიონ კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმს ქალაქისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან მიმართებაში. არ დაუშვან ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ჩიხში შესვლა, რაც უპირველეს ყოვლისა დააზარალებს საზოგადოების ინტერესებს", ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობოები მოუწოდებენ მთავრობას უახლოეს მომავალში დაიწყონ მუშაობა 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტზე რათა ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს სრულყოფილად პროგრამული ფორმით, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიზნები და ამოცანები.
    წყარო:gyla.ge 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]