• 22/12/2017
    ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში


    თბილისი. სახალხო დამცველი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
    „მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ პრობლემურია პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მიერ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული როლისა და საჭიროებების დანახვა. ასევე, ცალსახად იკვეთება უფრო ინტერსექციური გეგმის შემუშავების საჭიროება და მედიაში კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების სწორი გაშუქება. კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ისევე როგორც სექსუალური ძალადობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონებისთვის სპეციფიური ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შეთავაზება", ნათქვამია განცხადებაში.
    წყარო: www.ombudsman.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]