-
29/12/2017პორტალი csogeorgia.org „ახალგაზრდული იდეების ქომაგად“ დასახელდა

თბილისი. csogeorgia.org „ახალგაზრდული იდეების ქომაგად" დასახელდა. ჯილდო ამ ნომინაციაში პორტალს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გადასცა. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ, ასევე, საქართველოს სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადვოკატთა ასოციაციის, მედიის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისი.

