• 05/02/2018
    კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” განცხადება


    თბილისი. კოალიცია "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” აქვეყნებს განცხადებას, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებს ეხება.
    საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი მცირდება. ამაზე მოწმობს NDI-ის მიერ 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „მიგვაჩნია, რომ ამ მაჩვენებლების დინამიკა ძალიან შემაშფოთებელია და მოწმობს საქართველოს ხელისუფლების ევროინტეგრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის არაფექტურობაზე და ხშირ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულობაზე. იმ პირობებში, როცა მთელი მსოფლიო აცნობიერებს ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ საზოგადოების ცნობიერებასა და განწყობებზე ზემოქმედებაა, საქართველო კი ამ გამოწვევების ეპიცენტრში დგას, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მექანიზმები როგორც შინ, საზოგადოებასთან, ასევე ევროსტრუქტურებთან არაეფექტურია. გაუმართავია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და უწყებებს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხების კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმებიც".
    წყარო: www.transparency.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]