• 28/02/2018
    სპეციალური მასწავლებელი - ინკლუზიური განათლების ერთ-ერთი მთავარი რესურსი


    თბილისი. ორგანიზაციამ „მშობელთა ხიდი", „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის თანადგომით, განახორციელა კვლევა - „სპეციალური მასწავლებელი, როგორც ინკლუზიური განათლების ერთ-ერთი მთავარი რესურსი და არსებული გამოწვევები".
    ეს არის საქართველოს მასშტაბით ჩატარებული პირველი კვლევა, რომელიც მხოლოდ სპეციალური მასწავლებლის საკითხებს ეხება და, დადასტურებული ხარვეზების ფონზე, მთავრობას მათი გამოსწორების/ცვლილებების გატარებისათვის პრაქტიკულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
    კვლევა განხორციელდა 20 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარმომადგნელის მონაწილეობით, აქედან, 10 - თბილისის, 5 - დასავლეთ საქართველოსა და 5 აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებიდან იყო. სულ, სულ რეგიონებისა და ჯგუფების შესაბამისად, კვლევამ 100-მდე ადამიანი მოიცვა (სსსმ მოსწავლეთა მშობლები, სპეციალური მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, სფეროს ექსპერტები).
    კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ა(ა)იპ „მშობელთა ხიდი" და, შესაძლოა, იგი არ ასახავდეს ევროკავშირისა და ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" შეხედულებებს.


 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]