• 22/03/2018
    იაპონიის საელჩო საქართველოში საგრანტო კონკურსს აცხადებს


    თბილისი. იაპონიის საელჩო საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა".
    პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება 4–6 სხვადასხვა პროექტი, რომელიც ემსახურება ადამიანის საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფას საქართველოში, ეს მოიცავს: სამედიცინო, საგანმანათლებლო, უსაფრთხოებასთან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით პროექტებს.
    გრანტის ხანგრძლივობა 1 წელს შეადგენს და მისი მოცულობა 70 000 – 90 000 დოლარის ფარგლებშია. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საელჩოში საჯარო საკონსულტაციო შეხვედრაც გაიმართება.
    წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]