• 02/04/2018
    სახალხო დამცველის ახალი კანდიდატი საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოში


    თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარუდგინა.
    ნინო ლომჯარიას განცხადებით, წლების განმავლობაში, საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში სახალხო დამცველი რეკომენდაციას გასცემდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში თუ სხვა წარმომადგენლობით ორგანოებში ეროვნული უმცირესობების კანდიდატის ყოფნის საჭიროებასთან დაკავშრებით და ხაზს უსვამდა მათი ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იზაბელა ოსიპოვა კი, თავად წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]