თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევის: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე გაცემული მართვის მოწმობები და სატრანსპორტო საშუალებების საცნობი ნიშნები" ინფოგრაფიკას.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ქალაქ თბილისის მერიის და რაიონული გამგეობების მიერ, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხერხდება შშმ პირთათვის ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე გაწეული ხარჯების პროექტის მთლიანი ხარჯებისგან განცალკევებით აღრიცხვა.
2017 წელს მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება შშმ პირებზე მართვის მოწმობებისა და ავტომობილების საცნობი ნიშნების გაცემის თავლსაზრისით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში