• 17/04/2018
    სალომე ზურაბიშვილი - „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი


    თბილისი. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელ დირექტორად სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა.
    „დირექტორის შერჩევის ღია კონკურსი, რომელიც ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის გადადგომის შემდეგ, ორგანიზაციის გამგეობამ დანიშნა, 3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ოცდაათამდე კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო განაცხადში მითითებული პირობების შესაბამისად წარსადგენი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მეორე ტურში, ინდივიდუალურ გასაუბრებებში მონაწილეობისთვის შეირჩა 5 კანდიდატი. გასაუბრებების შემდეგ კი, გამგეობამ საკუთარი არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე შეაჩერა. საკონკურსო პროცესში, „სიდას" გამგეობის წევრებთან ერთად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდნენ ორგანიზაციის პარტნიორი დონორი ორგანიზაციების: „გაეროს ქალთა ორგანიზაციისა" და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" წარმომადგენლებიც", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: www.cida.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]