• 27/04/2018
    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის


    თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს ბლოგპოსტს: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის".
    „საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებთან ერთად მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ", რომლის თანახმად უმაღლეს საბჭოს 19 აპრილამდე პარლამენტისთვის უნდა წარედგინა მისგან გამომდინარე ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში.
    წარმოდგენილი ცვლილებების საჯარო განხილვის მიზნით შეიქმნა საორგანიზაციო კომისია და საჯარო განხილვების შემდეგ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა სამი მოსმენით, რის შემდეგაც ზოგიერთ საკითხზე შეცვლილი სახით იქნა წარდგენილი პარლამენტისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ცვლილებები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: www.transparency.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]